მისია
დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia) მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს დოკუმენტური კინოს პროფესიონალების ძლიერი და მდგრადი გაერთიანება და ამისთვის შექმნას უსაფრთხო სივრცე კავშირებისთვის და საქმიანობისთვის, გაზიარებისა და ახალი ინიციატივებისთვის.
ამ გაერთიანებაზე დაყრდნობით DOCA Georgia ქმნის საფუძველს საერთო ხმისთვის, რათა ხელი შეუწყოს შემოქმედებითობასა და გამოხატვის თავისუფლებას, კინოპოლიტიკის გაუმჯობესებასა და აუდიტორიის ზრდას.
დოკუმენტური კინოს ხელოვნების გაძლიერებით გვსურს საზოგადეობრივ ცვლილებებში თანამონაწილეობა.
მანდატი
დოკა მუშაობს ქართულ კინოინდუსტრიის დამოუკიდებობისთვის, გამჭვირვალეობისა და მედეგობისთვის, ასევე ამ სფეროში ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად.
დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა) დაფუძნდა 2022 წლის ნოემბერში. ის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. წევრად გახდომის კრიტერიუმებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
დოკას აღმასრულებელი საბჭო



.webp)


მრჩეველთა საბჭო






დოკას დამფუძნებელი წევრები
მარიამ ჭაჭია
ნინო ორჯონიკიძე
ნინო ჩიჩუა
ანნა ძიაპშიპა
სალომე ჯაში
ანნა ხაზარაძე
გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ქართულ დოკ კინოს განვითარებაში?
გაიღე შემოწირულობა. შენი შემოწირულობა მოხმარდება ქართულ ი დოკუმენტური კინოს განვითარებას. უფრო კონკრეტულად, ის დაემატება კინემატოგრაფისტებისთვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებს, რომელიც კინოს წარმოებისთვის გაიცემა, ან სამგზავრო გრანტებს სხვადასხვა საერთაშორისო ინდიუსტრიულ პლატფორმაზე დასასწრებად.
ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები




















