top of page

DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაციაში გაწევრიანების წესები, პირობები და საფეხურები

გაწევრიანების მსურველი იზიარებს და ეთანხმება შემდეგ ღირებულებებს და წესებს:

 

1. საერთაშორისოდ აღიარებულ  პრინციპებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ის ან მისი ნამუშევარი მიზანმიმართულად არ მოუწოდებს სხვას ძალადობისკენ, მიზოგინიისკენ, რასიზმისკენ, ჰომოფობიისკენ, შოვინიზმისკენ ან სხვა ტიპის დისკრიმინაციისკენ;

 

2. პატივს სცემს განსხვავებულ აზრს; 

 

3. პასუხისმგებლობით უდგება ასოციაციის წევრობას და შეძლებისდაგვარად ჩართულია ასოციაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებში (მაგალათად, მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევნებში); 

 

4. ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოების თუ განსხვავებული პოზიციის წარმოქმნის შემთხვევაში, პირველ რიგში, მიმართავს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ან ასოციაციის მმართველ გუნდს; უფრთხილდება ორგანიზაციის საჯარო იმიჯს;

 

5. თანახმაა, ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი  150 ლარი.  

 

გაწევრიანების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 

1. არის საქართველოს მოქალაქე. (არამოქალაქის შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა კინოში დაკავშირებულია საქართველოსთან, გაწევრიანება შესაძლებელია ასოციაციის მხრიდან მოწვევის საფუძველზე)

 

2.

ა) უმუშავია/მუშაობს მინიმუმ ერთ დოკუმენტურ ფილმზე/პროექტზე, რომელიც წარდგენილი იყო მინიმუმ ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე/პლატფორმაზე (პოზიციები: ავტორი, რეჟისორი,  მთავარი, აღმასრულებელი ან მიმართულების პროდიუსერი, ოპერატორი, ხმის რეჟისორი, მონტაჟის რეჟისორი ან კომპოზიტორი)

 

ან

 

ბ) ჩართულია დოკუმენტური კინოს განვითარების და გავრცელების საქმიანობაში (პოზიციები: ფესტივალის წარმომადგენელი, დისტრიბუტორი, გამავრცელებელი, სატელევიზიო/ონლაინ პლატფორმის რედაქტორი, სხვა).

 

გაწევრინების მსურველმა უნდა გაიაროს შემდეგი მარტივი საფეხურები:

 

  • შეავსოს ელქტრონული აპლიკაცია;

  • ასოციაციის მხრიდან წევრობაზე დასტურის შემდეგ, წევრობის კადიდატი მიიღებს  განცხადების ოფიციალურ დოკუმენტს, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს და გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი  150 ლარი; 

  • გადახდის ქვითარი  და განხადება უნდა გააგზავნოს  ელ.ფოსტაზე info@doca.ge 

        Სათაურის ველში მიუთითეთ  “საწევრო სახელი გვარი”

შენიშვნა: 2022 წლის დეკემბერში გაწევრიანების შემთხვევაში საწევროს გადახდა მოხდება 1 აპრილიდან.

წევრის შესახებ ინფორმაცია ასოციაციის ვებგვერდზე აისახება გაწევრიანებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. Გთხოვთ მიუთითოთ, თუ არ გაქვთ სურვილი ინფორმაცია თქვენს შესახებ გამოქვეყნდეს DOCA-ს კატალოგში.

bottom of page