თემატური პროგრამა: “გაფურჩქნა”
მარტი - მაისი, 2024
გაზაფხულის პროგრამის შესავალს, თებერვლის უჩვეულოდ თბილ დღეს ვწერ. სამართლიან სამყაროში, ეს სითბო სიამოვნებას მოიტანდა, მაგრამ ჩვენს ბზარებით სავსე ყოველდღიურობაში; დაუნდობელი ომების, პოპულიზმის, გლობალური დათბობის და შფოთის ეპოქაში კაშკაშა მზე თებერვალში საფრთხეა, რომელიც წუთიერ სიამოვნებას მალევე ჩრდილავს.
მაგრამ, სამყაროს ციკლურობაში, სულ არსებობს გაზაფხული, რომელიც ნიჰილიზმის მიუხედავად, ხშირად შეუძლებელი, მაგრამ მაინც ცვლილების, განახლების და აღდგომის განმეორებითი მცდელობაა. კვირტიც სულ იფურჩქნება. დოკას კინოკლუბის გაზაფხულის პროგრამა იმედს გავს, რომელმაც შეიძლება გამოსავალი დაგვანახოს.
სხვადასხვა წლების დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები შინაარსებიდან და ფორმებიდან გათავისუფლებაზეც არის. ისინი სიყვარულზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე, ემანსიპაციაზე გვიყვებიან; მოწვეულ სტუმრებთან და მაყურებელთან ერთად კი მოვიფიქრებთ, როგორ ვიმსჯელოთ ამ ბაზისურ საკითხებზე დღეს ისე, რომ არ შეგვრცხვეს.
გაფურჩქნაზე ლაპარაკი თითქოს უდროოა, მაგრამ მასზე ფიქრის გარეშე მომავალიც არ დგება.
ანნა ძიაპშიპა, პროგრამის კურატორი
* კინოდარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის
გაფურჩქნა - მარტი, აპრილი, მაისი 2024
ფილმები
ქალები WOMEN
რეჟისორი: ვაჟა ზუბაშვილი
1990 / 25' / საქართველო Sub: ქარ ENG
ვაჟა ზუბაშვილის დოკუმენტური ფილმი სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობის და განათლების მქონე საბჭოთა ქალების ცხოვრებას ასახავს. ფილმი მათ ოცნებებსა და რეალობაზე ყვება.
რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე
WHY I NEVER BECAME THE DANCER
რეჟისორი: ტრეისი ემინი
1995 / 7' / დიდი ბრიტანეთი Sub: ქარ ENG
როგორც ტრეისი ემინის ნამუშევრების უმეტესობა, “რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე” ასევე ავტობიოგრაფიულია. ემინი თინეიჯერობის მთავარ სწრაფვას იხსენებს - ბრიტანეთის ცეკვის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებით როგორ მიატოვებს ზღვისპირა ქალაქ მარგეითს.
სატაცური ASPARAGUS
რეჟისორი: სიუზან პიტი
1979 / 20' / აშშ Sub: ქარ ENG
ფილმი ფართოდ ხსნის კარს პოლიმორფული სექსუალობის განსხვავებულად დასანახად და რეჟისორის მომხიბლავი სამყაროს დასაზვერად.
ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება
BRAINWASHED: SEX-CAMERA-POWER
რეჟისორი: ნინა მენკესი
2022 / 107' / აშშ
Sub: ქარ ENG
“ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება” ვიზუალური მოგზაურობაა კინოს სექსისტურ სისხლძარღვში, რომელიც სამუდამოდ შეცვლის კინოს აღქმასა და მისი შექმნის გზებს. რეჟისორი ნინა მენკესი სინეფილებს და კინომოყვარულებს აიძულებს დაინახონ, როგორ აკნინებს ქალს კინოენა, როგორ აცლის მას მნიშვნელობას. ის 175-ზე მეტ ეპიზოდს იყენებს კანონიკური ჰოლივუდის და სხვა საკულტო ფილმებიდან, ასევე ინტერვიუებს მეცნიერებთან და რეჟისორებთან. ეს ფილმი მიზოგინიასა და პატერნალიზმის მანკიერებებს გამოავლენს, რომელიც ჩვენს საყვარელ ფილმებშიც კი უხვადაა, კინოს ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.
სიყვარული ყველაფერია
LOVE IS ALL
რეჟისორი: კიმ ლონგინოტო
2014 / 70' / UK
სიყვარულის და შეყვარების ასი წელი ეკრანზე, რიჩარდ ჰოულის შექმნილი მუსიკით.
მუცენბახერი
MUTZENBACHER
რეჟისორი: რუთ ბეკერმანი
2022 / 101 / ავსტრია
Sub: ქარ ENG
ავსტრიული რომანი "ჟოზეფინ მუცენბახერი ან ვენის მეძავის ამბავი" მუდმივი კამათის საგანია, რადგან ის ბავშვებისა და ქალების სექსუალობას უხამსად ასახავს. ის საუკუნის წინ ანონიმურად გამოქვეყნდა, თუმცა წლების განმავლობაში ავსტრიელ მწერალს, ფელიქს სალტენს („ბემბის“-ს ავტორს) მიეწერებოდა.
ამ ცნობილ პორნოგრაფიულ რომანზე დაფუძნებული ფილმის გადასაღებად რუთ ბეკერმანი აცხადებს კასტინგს: „ვეძებთ მამაკაცებს 16-დან 99 წლამდე“. კუბოების ყოფილ ქარხანაში გადაღებული ეს ფილმი მამაკაცებს პირისპირ ტოვებს უხამს ტექსტთან. როგორც რეალურ ცხოვრებაში, გადასაღებ მოედანზეც ამ „შეურაცხმყოფელი“ პასაჟების წაკითხვა აღძრავს არა მხოლოდ პირად მოგონებებსა და ეროტიკულ ფანტაზიებს, არამედ იწვევს უარყოფას, თვითდისტანცირებასა და თავის მართლებას. ჩვენ ვცხოვრობთ და გვიყვარს იმ ეპოქაში, სადაც სექსი ყველგანაა და ამავე დროს მას მაღალი მორალით განვსჯით.
კალიფორნიაში
IN CALIFORNIA
რეჟისორი: შარლ რედონი
2015 / 77' / საფრანგეთი / France
Sub: ქარ ENG
ჩარლზ რედონი საკუთარი მეუღლის პროფესიულ გარემოში - ბალეტში გადაეშვება და მის დოკუმენტირებას იწყებს. თანდათანობით კი აცნობიერებს, რომ ნამდვილი დრამის შექმნა საკუთარი ცხოვრებით შეუძლია.
ვუმღერ წიგნებს და ქალებს
TO BOOKS AND WOMEN I SING
რეჟისორი: მარია ელორზა
2022 / 71' / ესპანეთი
Sub: ქარ ENG
ცეცხლის, წყლის, ჩრჩილების, მტვრის, უცოდინრობის და ფანატიზმის სადარაჯოზე მდგარი ანონიმური ქალები წიგნებს უვლიან.
ინტიმური წინააღმდეგობა, რომელიც არ მოიცავს ეპიკურ მოვლენებს; რევოლუცებსა და იარაღს.