top of page

ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024
სიხარულით წარმოგიდენთ სრულიად ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა პრემიერებიც 2024 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე შედგა. ელენა მიქაბერიძის ლურჯი მოცვი პირველად კოპენჰაგენში ერთ-ერთ ყველზე დიდ ფესტივალზე, CPH:DOX-ზე აჩვენეს. მაკა გოგალაძის "რაც თავი მახსოვს" და ქეთევან ყიფიანის "წარსულში უკეთ იქნება" - ეს ორივე ფილმი შვეიცარიის Vision du Réel-ზე ნახა პირველად მაყურებელმა. ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში და მისი ნიშა, განსაკუთრებული ინტერესი დოკუმენტური კინოთხრობის ახალი ფორმებია. დოკას კინოკლუბი ამ ბოლო ორი ფილმის ქართულ პრემიერას გთავაზობთ.
ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024
ფილმები
