
თემატური პროგრამა: “რა მოხდა რუსეთში”
მაისი, ივნისი 2024
აგენტების კანონის განხილვასთან ერთად დოკას კინოკლუბმა დაამატა ხალი თემატური პროგრამა. პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები აჩვენებენ, თუ როგორ შეეხო აგენტების კანონი და მის გარშემო არსებული რეპრესიული პოლიტიკა თავისუფალ მედიასა და ადამიამებს.
თემატური პროგრამა: “ბელარუსი 2020"
ივნისი 2024
2020 წლის ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ბელარუსი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. "მხნეობა" და "სამშობლო" სწორედ ამ და წინა პერიოდს ასახავს ბელარუსში: ერთის მხრივ - მოქალაქეების პროტესტს და მეორეს მხრივ - სისტემის სისასტიკეს.
სპეციალური ჩვენებები, მაისი-ივნისი 2024
ფილმები

7 მაისი, 19:00
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“
რეჟისორი: ადკოლდ კუროვი, ანონიმური 1
მაშინ როცა კანონი რუსეთში ყველა განსხვავებული და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანსა თუ სამოქალაქო ორგანიზაციას „უცხო ქვეყნის აგენტად“ მოიხსენიებს, რამდენიმე რუსული მედია და აქტივისტი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და მუშაობას განაგრძობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათი მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

28 მაისი 19:00
"ახალი დიდების საქმე"
THE NEW GREATNESS CASE
რეჟისორი: ანნა შიშოვა
რუსი მოზარდის ანას ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა, 2018 წლის მარტში. ცხრა სხვა ახალგაზრდასთან ერთად, ის ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. "ახალი დიდების საქმე” 2021 წლის IDFA ფორუმის გამარჯვებულია საუკეთესო Rough Cut-ის კატეგორიაში და შესანიშნავად აანალიზებს, თუ როგორ მოტყუვდნენ უკეთეს მომავალზე მეოცნებე ახალგაზრდები და როგორ გაებნენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მახეში.
კინოჩვენების შემდეგ დისკუსიის სტუმრები იქნებიან ივან დრობოტოვ - აქტივისტი და გურამ იმნაძე - იურისტი. საუბრის მოდერატორია მართა არდაშელია - ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა Sova ნიუსის რედაქტორი და დამფუძნებელი.
*დისკუსია იქნება ქართულ და რუსულ ენებზე.

თემატური პროგრამა: რა მოხდა რუსეთში
ზამთარო, წადი!
Winter, Go Away
რეჟისორი: მარინა რაზბეჟკინას დოკუმენტური კინოს სკოლის კურსდამთავრებულები
2012 / 79' / Russia
Sub: ქარ ENG
2011-2012 წლების ზამთრის თვეებში რუსეთის ათეულობით ქალაქში ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. Სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ერთმა ლოზუნგმა ,,სამართლიანი არჩევნებისთვის” გააერთიანა. Ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამ მასშტაბის გამოსვლები არავის ჰქონდა ნანახი, ამიტომ ეს კადრები კრემლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის შესუსტებაზე მიანიშნებდა.

თემატური პროგრამა: რა მოხდა რუსეთში
დმიტრიევის საქმე
THE DMITRIEV AFFAIR
რეჟისორი: ჯეკიკა გორტერი
Director: Jessica Gorter
2023 / 95' / The Netherlands
Sub: ENG ქარ
ფილმში იური დმიტრიევი მიწიდან იმას თხრის, რის სამუდამოდ დავიწყებასაც ისურვებდნენ რუსი მმართველები. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, ის რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით დამარხულ ათასობით ცხედარს აღმოაჩენს, იმ ხალხის საფლავებს, ვინც 1936-1938 წლებში სტალინის ,,დიდი რეპრესიების” დროს ფარულად დახვრიტეს. რეპრესიის მსხვერპლთა კვლევისას ისტორიკოსი თავად ხდება რეპრესიის მსხვერპლი.

თემატური პროგრამა: ბელარუსი 2020
Topical program: Belarus 2020
მხნეობა
COURAGE
რეჟისორი: ალიაქსეი პალუიანი
Director: Aliaksei Paluian
2021 / 90' / Germany
Sub: ქარ ENG
მარია, პაველი და დენისი ალტერნატიული თეატრალური დასის წევრები არიან. მინკში, ბელარუსში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ისინი მშვიდობიან მასობრივ პროტესტს უერთდებიან.

თემატური პროგრამა: ბელარუსი 2020
Topical program: Belarus 2020
სამშობლო
MOTHERLAND
რეჟისორი: ალექსანდერ მიხალკოვიჩ, ჰანა ბაძიაკა
Director: Alexander Mihalkovich, Hanna Badziaka
2023 / 92' / Sweden, Ukraine, Norway Sub: ENG ქარ
ფილმს საფუძვლად უდევს ჩაგვრის, წამებისა და მკვლელობის, ე.წ. "ძედავშინას" პრაქტიკა სამხედრო სამსახურში და მისი აღწერის საშუალებით 2020 წელს ბელარუსში მასობრივი პროტესტის პერიოდს აღწერს.
ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერი