top of page

ანუკა რამიშვილი-შეფერი

რეჟისორი, აუდიო ხელოვანი, პროგრამერი

ანუკა რამიშვილი-შეფერი არის ქართველ-გერმანელი კინორეჟისორი, რომლის საქმიანობის სფეროებია ხმა, ფილმი და მულტიმედია. თემებს შორის, რომლებსაც ეხება ის თავის ნამუშევრებში, არის ადგილის ცვლა, თარგმანი, ჭორი, დისფორია და წარსულის რეპრეზენტაციები. მისი ნამუშევრები - ექსპერიმენტული ფილმები და ესეები - არის მცდელობა, დაუპირისპირდეს ეთნოცენტრიზმს, კერძოდ, დასავლეთ აზიისა და კავკასიის კონტექსტში. უკანასკნელ პერიოდში მის ნამუშევრებს მასპინძლობდა შემდეგი ფესტივალები და გალერეები: Frieze's No. 9 Cork Street, Camden Art Centre, London Short Film Festival, E A Shared Space (Tbilisi), Institute for Contemporary Art London, One Minutes, Kurzfilmtage Oberhausen.  


ანუკა არის დამაარსებელი მოკლე ექსპერიმენტული ფილმების პროგრამისა F(r)ictions.  ამჟამად ანუკა ლონდონსა და თბილისში მუშაობს. ის არის დიპლომირებული ბიბლიოთეკათმცოდნე (MSc Library and Information Science, University of Borås), აქვს მეორე მაგისტრის წოდება ხმის ხელოვნებაში (University of the Arts London). ბიბლიოთეკასა და არქივში მისი მუშაობა გადაჯაჭვულია მისი როგორც ხელოვანის პრაქტიკულ საქმიანობასთან, რაც ცოდნის ორგანიზებისა და რეპრეზენტაციის უფრო ღრმად გაგების საშუალებას იძლევა. ამჟამად მუშაობს საარქივო ფილმზე თბილისში.  


2018 წლის ზაფხულში ის ლონდონში MEAD fellowship-ის შორტლისტში მოხვდა მისი კინოჩვენებების სერია F(r)ictions-ისთვის. სერიის მიზანია, შექმნას სივრცე ექსპერიმენტული ვიდეონამუშევრებისთვის, ასევე ხელი შეუწყოს DIY ფილმების გადაღებას.

ფილმოგრაფია

2024  CITY RAPIDS - 12 min - Georgia - Director, Writer, Editor, Cinematographer  

2022  WALKING BEFORE - 5 min - UK - Director, Writer, Editor, Cinematographer 

2019  CORRIDORS, HIGHWAYS - 3 min - UK, Georgia - Director, Writer, Editor, Cinematographer  

2019  PLEASE SAY HELLO TO ME - 2 min - UK - Co-director, Writer, Editor, Cinematographer  

2018  RIPPLES  - 8 min - UK, Cayman Islands - Co-director, Editor, Cinematographer  

2016  LAP(SE) - 9 min - UK, Georgia - Director, Writer, Editor, Cinematographer  

2012 DESCENT - 6 min - Mexico - Director, Writer, Editor, Cinematographer

bottom of page