top of page
პირისპირ-საუბრები-doca.webp
პირისპირ საუბრები

დოკა მასპინძლობს პირისპირ საუბრების სერიას, რომლის მიზანი კინოს პროფესიონალებისა და მოყვარულებისათვის პროფესიული ცოდნის გაზიარება და სასაუბრო სივრცის შექმნაა.

პირისპირ საუბრები, როგორც წესი, ყოველ მეორე ხუთშაბათს იმართება. შეხვედრის ადგილი ცვალებადია.

07
ადრეული საბჭოთა კინო და ფემინურობის მოდელები

საუბრობს სალომე ცოფურაშვილი

17 აპრილი 18:00, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16


ამ ზაფხულს გამომცემლობა Bloomsbury ქართველი ავტორის, სალომე ცოფურაშვილის წიგნს "From Victimhood to Empowerment" გამოსცემს. წიგნი ქალთა რეპრეზენტაციის ანალიზს ეხება 1920-იანი წლების ქართულ საბჭოთა ფილმებში. შეხვედრაზე ავტორი ამ წიგნის შინაარსზე, წერის პროცესზე და შთაგონებაზე ისაუბრებს.

მოდერატორი სალომე ასათიანი

24 ივნისი, 2024

06
ახალი ენის ძიებაში

საუბრობენ თათია დვალი - ანთროპოლოგი / გენდერის მკვლევარი და რეზი გვარამაძე - არქიტექტორი, ხელო

27 მარტი 18:00 საათი, ფრონტლაინ საქართველოში, ლადო ასათიანის 62


რას ნიშნავს „ახალ ენაზე“ ფიქრი გამოსახულებით და ინფორმაციით დატვირთულ ყოველდღიურობაში? რომელ და როგორ გამოსახულებას აქვს მნიშვნელობა დღეს და როგორ უნდა ვიმსჯელოთ დღევანდელ რეალობაში სათქმელზე, სიტყვებზე და ვიზუალურ ხატებზე.


შეხვედრას ორი მომხსენებელი ეყოლება, რომელიც თეორიულ ჩარჩოს განუსაზღვრავს პირისპირს. შემდეგი ნაწილი კი მოდერირებული დისკუსია იქნება, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და მსჯელობის საშუალება.


05
ახალი შემზღუდავი კანონების გავლენა კინოზე

საუბრობს დოკას იურისტი კოტე ჩაჩიბაია

13 მარტი, 18:00, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16


საქართველოში 2024 წელს მიღებული ჰომოფობიური კანონების პაკეტი რადიკალურად აუარესებს ლგბტქ+ პირთა უფლებებსა და ცხოვრებას. აღნიშნულმა კანონებმა აკრძალვები დააწესა ლგბტქ+ თემთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე, მათ შორის, შემოიღო „პროპაგანდის“ შემცველი მასალის გავრცელების შეზღუდვა. ეს აკრძალვა ეხება კინოხელოვნებასაც—ცენზურა გავრცელდება იმ ფილმებზე, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თემას ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა გააშუქებენ.


საქართველოს პარლამენტი ასევე მუშაობს „უცხოური გავლენის“ შემზღუდავ ახალ კანონზე, რომელიც დამატებით ბარიერებს აწესებს არა მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, არამედ ონლაინ მედიასა და ფიზიკური პირებისთვისაც.


04
ქართული FARA-ს გავლენა კულტურულ ორგანიზაციებზე

საუბრობს დოკას იურისტი კოტე ჩაჩიბაია

10 აპრილი, 18:00, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის 16


როგორ შეიძლება აისახოს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) კულტურის სფეროზე საქართველოში?


პარლამენტმა მიიღო “უცხოური გავლენის” შემზღუდავი ახალი კანონი, რომლის შინაარსიც ამერიკულ FARA-ს ეყრდნობა. როგორ აისახება ახალი კანონი კულტურის სფეროზე, მათ შორის კინოზე? რამდენად შეიძლება საქართველოში ტექსტს ამერიკული კანონის ანალოგი ეწოდოს, და რა მექანიზმით შეიძლება ის იქნას გამოყენებული იქნას კულტურის საქმიანობის რეგულაციისთვის.


შეხვედრაზე საუბარი შეეხება პარლამენტის მიერ ინიციირებულ სხვა კანონებსა და კანონპროექტებს, რომელიც კულტურას ეხება.

03
ცენზურა კინოში


საუბრობს გოგი გვახარია

მოდერატორი სალომე ასათიანი

24 ივნისი, 2024


დოკუმენტური კინოს ასოციაცია იწვევს გოგი გვახარიას მისი ესეების კრებულზე "ცენზურა კინოში" სასაუბროდ.


საქართველოს ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას აპირებს. ახალი კანონი, რომელსაც "ოჯახური სიწმინდის დაცვის" პრეტენზია აქვს, სინამდვილეში აწესებს კონტროლს შემოქმედებაზე და ხელოვანებზე.


2021 წელს "ინდიგომ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამოსცა ხელოვნებათმცოდნის, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გოგი გვახარიას წიგნი "ცენზურა კინოში", რომელიც ისტორიული ნარკვევების კრებულია, თუმცა "ოჯახური სიწმინდის დაცვის" კანონის დამტკიცების შემთხვევაში უაღრესად აქტუალურ დოკუმენტად შეიძლება იქცეს.

02
შემოქმედებითი მონტაჟი


საუბრობს იაკოპო კვადრი მოდერატორი რატი ონელი 26 აპრილი, 2024


იაკოპო კვადრი 1964 წელს დაიბადა მილანში. მისი სახელი უკავშირდება ცნობილ და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ნამუშევრებს. ის დიდი ხანია რაც თანამშრომლობს რეჟისორ ჯანფრანკო როსისთან და არის მონტაჟის რეჟისორი მისი ფილმებისა Below Sea Level, Fuocoammare (ბერლინის ოქროს დათვის მფლობელი) და Sacro GRA (ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი). იაკოპო კვადრი ასევე თანამშრომლობდა ბერნარდო ბერტოლუჩისთან და არის მემონტაჟე ისეთი სახელგანთქმული ფილმების, როგორებიცაა: "მეოცნებენი" და "მე და შენ".

01
"აგენტების" შესახებ კანონი

საუბრობენ გურო იმნაძე და მარიამ გოგესაშვილი მაისი, 2024


კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ახალ გამოწვევების წინაშე აყენებს ქართულ დოკუმენტური კინოს ინდუსტრიას და სირთულეებს უქმნის მას.  კანონის და მისი გავლენის, შედეგების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად დოკამ მოიწვია იურისტები გურო იმნაძე და მარიამ გოგესაშვილი. შეხვედრა განსაზღვრული იყო მხოლოდ დოკას წევრებისა და პარტნიორებისთვის. იხ. ჩვენი ბლოგი ამ თემაზე

 

The Foreign Agents LawThe Parliament of Georgia has already adopted and is introducing laws that will significantly complicate, even endanger our work.


Enforced from August 2024, the foreign agents law (officially the Law on Transparency of Foreign Influence) requires non-commercial organizations and media outlets to register in a special state registry of “organizations bearing the interests of a foreign power” if at least 20% their income comes from foreign sources. For refusal to register, excessively high fines will be applied.


The law authorizes the Ministry of Justice to monitor and request any kind of information, including personal data, from civil society and media organizations, any time on the basis of a decision of a state official or based on an anonymous letter/notification by anyone.


The legislation bears similarities to the laws currently in effect in Russia and Belarus.


The law poses a threat to the work of DOCA, similar to most civil society organizations in Georgia, classifying them as "agents of a foreign country". Some production companies, that are registered as non-commercial entities, might also be labeled so.


 

bottom of page