დოკას პრიზები კინოწარმოებისთვის 2024
ივნისში, სინედოკის კინომენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ქართული განვითარების, წარმოების თუ მონტაჟის ეტაპზე მყოფილი დოკუმენტური კინოპროექტებისთვის დოკამ 3 ფულადი პრიზი გასცა:
10 000 ლარი პროექტისთვის, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება - წმინდა ხმები. რეჟისორები ნონა გიუნაშვილი და მარიამ ბიწაძე
7 000 ლარი - ეს არაა ჩემი ზღვა. რეჟისორი ელენა მიქაბერიძე
7 000 ლარი - ელ დორადო. რეჟისორი რატი ონელი
პრიზების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო კინომენტორტორინგის პროგრამის საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიტე ჰანსენი, ფილ ჟანდალეი და ტუე სტინ მიულერი. სინედოკის კინომენტორინგის პროგრამის ფარგლებში დოკამ ფულადი პრიზები 2023 წელსაც გასცა.
ფულადი პრიზების გაცემა შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებათა სახლისა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, IMS-ისა და New Democracy Fund-ის მხარდაჭერით