შემოქმედებითი ინიციატივების რეგიონული გაერთიანება "ქსელთან" თანამშრომლობით 15 - 27 თებერევალს შედგა დოკუმენტური კინოს დღეები გორში, კასპში, ლაგოდეხში, თბილისსა და ამბროლაურში. ნაჩვენები იყო შემდეგი ფილმი: გვირაბი (რეჟ: ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი), აღდგომა (რეჟ: ნიკა ბეჟანიშვილი), რევოლუციის მუზეუმი (რეჟ: სრდან ქეჩა) და მკვდარი სულების არდადეგები (რეჟ: ეკო ჭელიძე).
პროგრამის ფარგლებში ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში" და ქუთაისის კინოთეატრ "საქართველოში" ნაჩვენები იყო მანტას კვედარავიჩიუსის ფილმი "მარიუპოლისი 2".
ჩვენებების შემდეგ კითხვა-პასუხები ავტორებთან ან დისკუსიები თემების შესახებ, რომლებსაც ფილმები შეეხებოდა.
პროგრამის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ჩივნინგის სტიპენდიატთა პროგრამის ფონდის მხარდაჭერით.