top of page

რანდევუ რეალობასთან: კინოკლუბ DOCA-ს დასახული მოგზაურობა ადამიანური გამოცდილების სიღმეებში

ავტორი: Outer_Emigrant


ყოველ ორშაბათ საღამოს, თბილისის გულში, კინოთეატრ ამირანში უნიკალურ კინემატოგრაფიულ მოგზაურობაში ვერთვებით. დოკუმენტური კინოს ენთუზიასტებს შორის უკვე დაიმკვირდა თავი კინოკლუბმა DOCA, რომლის კურატორულ პროგრამებში ნაჩვენები ფილმები სცდებიან ამბის თხრობის ტრადიციულს ფორმებს და ჩავყავართ ადამიანური მდგომარეობის სიღმეებში. ეს კინო-სეანსები, გრძლდება მოწვეულ ექსპერტებთან და კინო-მწარმოებლებთან სიღრმისეული დისკუსიებით, რაც გვაძლევს ფუნდამენტურ გამოცდილებას, კითხვის ნიშანი დავუსვათ ჩვენს განმტკიცებულ აღქმა-წარმოდგენებს მრავალი გლობალური თუ ადგილობრივი საკითხების შესახებ.


ჰოლივუდური ბლოკბასტერებისა თუ სტრიმინგ-სერვისებზე გაპოპულარულებული სერიალების მიერ შემოთავაზებული ესკაპიზმის საპირწონედ, DOCA-ს სურვილი აჩვენოს ძლიერმოქმედი დოკუმენტური ფილმები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ კინო-ჟანრის განსაკუთრებულ უნარს - საზოგადოებაში გამოიწვიოს სოციალური ძვრები, გააჩინოს თანაგრძნობა და გააღვივოს აზრიანი დიალოგი.


ავტორის ფოტო

დოკუმენტური კინო როგორც საზოგადოების ამრეკლი

დოკუმენტური კინო საზოგადოების სარკე და სოციალური ცვლილებების ერთ-ერთი გამომწვევი მექანიზმია. DOCA-ში აშკარად იგრძნობა ამ მოცემულობის გააზრება. ისეთი ისტორიების ჩვენებით, რომელიც პრობლემურ საკითხებს კიდევ უფრო მეტად აჭერს ფეხს მაზოლზე, კინოკლუბი აძლიერებს საკუთარ აუდიტორიას და პირდაპირ ჩართავს მას წარმოდგენილი ამბების კომპლექსურ ჯაჭვში.



კადრი ფილმიდან "არაფრის ცოდნის ღამე"

ერთ-ერთ სამაგალითო სეანსად მახსენდება კანის კინოფესტივალის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის “არაფრის ცოდნის ღამის” ჩვენება. ფილმი ინდოეთის კინო-ინსტიტუტის სტუდენტების საპროტესტო მოძრაობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც თხრობის ხერხემალს ინტიმური სასიყვარულო წერილები წარმოადგენს. ასე იქმნება იმ ახალგაზრდობის ცხადი სურათი, რომელიც პოლიტიკურ და შემოქმედებით წნეხს განიცდის მას შემდეგ რაც ინსტიტუტის მმართველად სამთავრობო წარმომადგენელი ინიშნება.


წინააღმდეგობრივი მოძრაობის მსგავსი პორტრეტი არამხოლოდ ინდოეთის საგანმანათლებლო და პოლიტიკური სისტემის სპეციფიურ გამოწვევებს ჰფენს ნათელს, არამედ გვესაუბრება ისეთ უფრო მასშტაბურ, გლობალურ საკითხებზე როგორიცაა ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლა და გამოხატვის თავისუფლება.


სხვა ღირშესანიშვნავი მაგალითია “ხუთი დამსხვერული კამერა”, ფილმი რომელიც ისრაელის მიერ მიტაცებულ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელი გლეხის, ემად ბურნათის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. კამერით შეიარაღებული ბურნათი თავის სოფელში, ბილინში მომხდარ უმოწყალო პროცესებს ასახავს. სოფელში პირადი და პოლიტიკური ცხოვრება ერთმანეთში ავტომატურად იკვეთება, რადგან მოსახლეობისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა მჩაგვრელ სისტემასთან ყოველდღიური დაპირისპირებაა.


ბურნათის კამერებში შემონახული კადრები გვიჩვენებს პროტესტის ისტორიას, ოჯახურ პორტრეტებს,პალესტინელებისადმი ბრუტალურ დამოკიდებულებას და ამ კამერებისვე განადგურებას ისრაელელი სამხედროების მიერ.


მსგავსი სეანსებით DOCA მუხტავს თავის აუდიტორიას რომ პირისპირ შეეჩეხოს მტკივნეულ სიმართლეს და არ დარჩეს გულგრილი და უმეცარი მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებისადმი.



კადრი ფილმიდან “მისლადენის მიზეობლები”

კიდევ ერთი სამაგალითო ნიმუშია ნინო კირთაძის ფილმი “მილსადენის მეზობლები” რომელიც იკვლევს კორპორატიული ექპლუატაციის შედეგებს. ბორჯომის ხეობაში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის პროცესზე დაკვირვებით, ეს დოკუმენტური ფილმი ააშკარავებს თუ როგორ უხეშად ერევა მულტინაციონალური ინტერესი ადგილობრივი მოსახლოებისა და მისი ეკოსისტემის სიჯანსაღეში. ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვას შორის გაჩენილი ბზარის ჩვენებით,ფილმი იწვევს კრიტიკულ საუბრებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოვეპყრათ და როგორ ვეპყრობით რურარულ მოსახლეობას და ბუნებას თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში.


ამ სიფრთხილით შერჩეული დოკუმენტური ფილმებით DOCA არამხოლოდ  ინფორმაციას გვაწვდის ამა თუ იმ საკითხზე, არამედ გვაგრძნობინებს  კინოს როგორც ცვლილების გამომწვევი მედიუმის ძალას და მოტივაციას გვაძლევს აუდიტორიაში მყოფ თითოეულ მაყურებელს, უფრო აქტიურად ჩავერთოთ სახალხო დისკურსში.


კადრი ფილმიდან “ტრანსნისტრა”
პირადი ისტორიები და გლობალური საკითხები დოკუმენტური კინოს კამერაში.

კინო-დოკუმენტალისტიკა ხიდს დებს პირადსა და უნივერსალურს შორის, სწორედ ასე გვახედებს გლობალურ თემებზე ერთი კონკრეტული ადამიანის თვალით. მსგავსი პირადი, ინტიმური ამბების თხრობით გამოვლენილი საზოგადო პრობლემების ჩვენება და კვლევა DOCA-ს კიდევ ერთი პრიორიტეტია.


ქეთი გიგაშვილის ფილმის “ჩემი სახლი ზემოდან” ჩვენება ამის კარგი მაგალითია. იძულებით გადაადგილების მიერ წარმოებული პირადი მეხსიერების კვლევა-ანალიზი, ომისა და მიგრაციის მძაფრ შედეგებზე გვიყვება. ერთი ოჯახის ამბავზე ფოკუსირებით ფილმი აუდიტორიას თანასწორი, ადამიანური ენით ესაუბრება იმ ფსიქოლოგიური, ემოციური და გეოპოლიტიკური უწესრიგობის შესახებ, რაც ჩვენს გარშემო სუფევს.


იგივე ხდება ანა ებრონის ფილმში “ტრანსნისტრა” სადაც მოლდოვაში მდებარე არაღიარებულ რეგიონ “ტრანსნისტრას” მოზარდებს და მათ თვალსაჩინო პორტრეტებს ვეცნობით. ფილმი აღბეჭდავს თინეიჯერთა ყოველდღიურობას, მათ ოცნებებსა და წვალებას, ეს კი გვიქმნის უფრო ფართო წარმოდგენას პოსტ-საბჭოთა იდენტობასა და ადგილთან თუ სოციუმთან მიკუთვნებულობის ძიების პროცესის შესახებ. დამკვირვებელი კინო-თვალი მაყურებელს იწვევს ჩაერთოს პერსონაჟების მოგზაურობაში, რათა უკეთ გაიგონ ის სოციო პოლიტიკური ნიუანსები, რაც მოზარდების რეალობას ქმნის.


კადრი ფილმიდან “ნეპტუნის ყინვა”

უნდა ვახსენოთ ფილმი “ნეპტუნის ყინვაც” - აფროფუტურისტული საი-ფაი მიუზიკლი, რომელიც პირად და კოლექტიურ ნარატივებზე დაყრდნობით, პოლიტიკური წინააღმდეგობრიობის შესახებ გვიყვება.


ამბავი მჩაგვრელ სისტემასთან მებრძოლ ჰაკერების კომუნაზე, გადაიხლართება ეკონომიკური უთანასწორობისა და კულტურული გაუცხობის თემებთან. ფილმის კონტროვერსიული ნარატივი გამოკვეთს იმ ინოვაციურ გზებს თუ როგორ შეიძლობა მიემართებოდეს პირადი ისტორია გლობალურ პროცესებს.


კადრი ფილმიდან “მუშის სიკვდილი”
ხელოვნებისა და დოკუმენტალისტიკის გადაკვეთა: კინემატოგრაფიული ტექნიკები, მუსიკის როლი, და ამბის თხრობის ძალა.

DOCA-ს შერჩეული ფილმები ხშირად არღვევს საზღვარს ნაწარმოებ ხელოვნებასა და დოკუმენტალისტიკას შორის, წარმოაჩენს რა შემოქმედებით კინემატოგრაფიულ ტექნიკებს და მიმზიდველ თხობას რაც აძლიერებს ფაქტობრივ ნარატივებს.


ნინა მენკესის ფილმში “ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება” რეჟისორი ჩვენს თვალწინ გამოფენს ნაწყვეტებს 200-მდე პოპულარული და კლასიკური ფილმიდან, რის გავლითაც კრიტიკულად გვესაუბრება იმ აშკარა სექსიზმზე, რაც ჩაბუდებულია კინოენაში. ინოვაციური სტრუქტურა და ანალიტიკური თხრობა წარმოაჩენს თუ როგორ განაპირობებს მონტაჟი, დიალოგი, განათება, მუსიკა, ობიექტის მდებარეობა და სხვა გარემოებები სოციალურ და გენდერულ კონსტრუქციებს კინოს ისტორიაში. ეს მოურიდებელი რეფლექცია ფილმის აუდიტორიას აფიქრებს იმ გამტკიცებულ აღქმებზე, რომლებიც ქვეცნობიერადაც კი თამაშობს დიდ როლს გენდერის აღქმისა და ძალაუფლების დინამიკაში.


 კადრი ფილმიდან “სიყვარული ყველაფერია”

მუსიკის როგორც თხრობის ფორმისა და ემოციური მექანიზმის როლი, ბრწყინვალედაა წარმოჩენილი კიმ ლონგინოტოს ფილმში “სიყვარული ყველაფერია”. ეს დოკუმენტური ფილმი კინოს ისტორიაში მოთხრობილ სიყვარულის ნიმუშებს გვიჩვენებს, რომელიც იდეალურად ეწრყმის რიჩარდ ჰოულის მიერ დაწერილ თანამედროვე საუნდტრეკებს. სინერგია ვიზუალურ და აუდიო ელემენტებს შორის ქმნის ერთის მხრივ ნოსტალგიურ, მეორე მხრივ კი ახალთახალ გამოცდილებას. ამით ფილმი გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება მუსიკამ დაძრას დრო და ერთმანეთს გადააბას ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთები, საზოგადოებები და ემოციები.


ამდაგვარი მაგალითებით DOCA გამოკვეთს არტისტულ მემკვიდრეობას დოკუმენტური კინოში, წარმოაჩენს რა რომ ფაქტობრივი თხრობა ასევე შეიძლება იყოს ესთეტიურ და ემოციურ კავშირში ნებისმიერ გამონაგონ ამბავთან.


კადრი ფილმიდან “ბუბა”
დოკუმენტალისტიკა როგორც ისტორიული პერსპექტივა

არტისტული საზომების მიღმა, დოკუმენტალისტიკა შეუფასებელ საგანმანათლებლო პლატფორმასაც წარმოადგენს. ის გვთავაზოვს ისტორიული მოვლენების დეტალურ ანალიზს, იმ კულტურული გარემოებების გააზრებას, რაც მეტწილად ჩრდილში რჩება ხოლმე. დოკუმენტალისტიკაში დაარქივებული, დავიწყებული, მარგინალიზირებული ისტორიები სწორედ დეკადების შემდეგ შეიძლება გადაიქცეს მარტივად გასაგებ ამბად სამყაროსთვის.


ნუცა ღოღობერიძის ფილმების “ბუბა” (1930) და “უჟმური” (1934) ჩვენება მსგავს ისტორიულ საგანმანათლებლო ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ. ხელახლა აღმოჩენილი ეს ნამუშევრები ადრეული ქართული კინოენის, უიშვიათესი, ქალური პერსპექტივიდან გვიყვებიან ამბებს. ამით DOCA არამხოლოდ ინახავს და აღნიშნავს კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ ახალისებს დისკუსიას იმდაგვარი საკითხებისადმი, როგორიცაა ქალთა გამოწვევები ხელოვნებაში, ცენზურა საბჭოთა სისტემაში, ქართული კინო გამომხატველობის განვითარების გზა და ა.შ.


კადრი ფილმიდან “თუნდაც კრიმინალი ყოფილიყო”

ბუ უანის ფილმი “აზიური მოჩვენების ისტორია” გვთავაზობს შემეცნებით გზამკვლევს ჰონგ-კონგის ინდუსტრიალიზაციის პერიოდის ეკონომიკაში, იკვლევს რა პარიკის წარმოების ინდუსტრიას ომისშემდგომ ჰონგ-კონგში. ამ უაღესად ნიშური საკითხით ფილმი ააშკარავებს გლობალიზაციის თანმდევ ისეთ პრობლემებს,როგორებიცაა შრომითი ექსპლუატაცია და კულტურული ტრანსფორმაცია. სწორედ ასე ვიგებთ დეტალურად აზიური ეკონომიკის აღმსვლასა და მასში ჩაკარგულ ადამიანურ ისტორიებს.


მსგავსი ისტორიული ნარატივებით DOCA ხაზს უსვამს ჟანრის ულევ შესაძლებლობებს, იყოს იგი შემეცნებითი,სიცარიელის ამომვსები თუ სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი ამბების შემომნახი მომავალი თაობებისთვის.


კადრი ფილმიდან “აღარ იქნება ღამე”

ეთიკა დოკუმენტური კინოს წარმოებაში 


დოკუმენტური კინოს წარმოება არსებრივად მოიაზრებს კომპლექსურ ეთიკურ გარემოებებს გამომდინარე იქიდან, რომ ის ასახავს ისეთ სენსიტიურ მასალას, რომლის გამოსაქვეყნებლადაც ხშირად ასახული სუბიექტის ნებართვაა საჭირო. არც ამ საკითხთს უგულებელჰყოფს DOCA და მაყურებელს სთავაზობს ისეთ ფილმებს, რომლებიც არამხოლოდ საინტერესო თემებს ეხება, არამედ რეჟისორის პასუხისმგებლობასაც.


ელეონორ ვებერის “აღარ იქნება ღამე”, რომელიც სამხედრო სითბური კამერებით გადაღებული ფილმია, ერთი მხრივ ავლენს თანამედროვე ომის პრაქტიკას, მეორე მხრივ კი ქმნის დისკუსიას ისეთ მორალურ საკითხებზე როგორებიცაა: დაზვერვა, დეჰუმანიზაცია, ვუაიერიზმი და სხვა.


რუთ ბეკერმანის “მუცენბახერი” კი იკვლევს სოციალურ რეზონანსს სექსუალობის და ცენზურის მიმართ. ფილმის თვით-რეფლექსირებადი მიმართება აუდიტორიას ახალისებს, რომ მეტად დაფიქრდნენ კინოგამოსახვის ეთიკურ საზღვრებზე მაშინ, როცა საქმე ეხება პროვოკაციული მასალის კონტექსტსა და შესაძლო ინტერპრეტაციას.


კადრი ფილმიდან "ევას ძიებაში"


სეანსის შემდგომი დისკუსიები ამ საკითხებს კიდევ უფრო აღრმავებს და ქმნის პლატფორმას აუდიტორიისთვის სადაც სხვადასხვა აზრი ფიქსირდება რეჟისორთა ეთიკური გადაწყვეტილებების მიმართებით. მსგავსი პრაქტიკა დოკუმენტური კინოს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა.


კადრი ფილმიდან "ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია"


აუდიტორიის ჩართულობა დოკუმენტური ფილმის განხილვაში


ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოცდილება DOCA-სი სწორედ ეს ენერგიული და ყოვლისმომცველი დისკუსიებია. ეს საუბრები პასიურ მაყურებელსაც კი ძირფესვიანად ითრევს შერჩეული ფილმის საკვლევ თემაში და დარბაზში ქნის სურათის კონტექსტუალიზაციის და გადახარშვის კოლექტიურ გამოცდილებას.


მაგალითისთვის ფილმის “ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია” ჩვენებას მოყოლილ დიკუსიაში აუდიტორიაში გაზიარდა განსხვავებული ხედვების და გამოცდილებები, მაგრამ ამ პროცესმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა კომუნურობისა და ურთიერთგაგების განცდა მონაწილეთა შორის.


კრიტიკულ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ნინა მენკესის ზემოთ ხსენებულ ფილმსაც. კინომცოდნეები თუ რიგითი მაყურებლები დაუსრულებლად საუბრობდნენ პატრიარქალურ გარემოში ფართოდ გავრცელებულ გავლენებზე, კინოს გენდერულ ენასა და სტრატეგიებზე თუ როგორ შეიძლება შეიქმნას თანასწორი სამუშაო პრაქტიკა კინოწარმოებისას.


 კადრი ფილმიდან “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი” 


აღსანიშნავი იყო ლანა ღოღობერიძის ფილმის “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი” ჩვენებაც, რომლის დისკუსიასაც თავად რეჟისორი გაუძღვა და აუდიტორიას გულახდილად გაანდო პირადი მოტივაცია თუ გამოწვევები გადაღების პროცესში. მსგავსი პირდაპირი ჩართულობა რეჟისორთან, აუდიტორიას კიდევ უფრო მეტად აახლოებს ნაწარმოებთან და ამძაფრებს თანაგანცდის ეფექტს.


ავტორის ფოტო


ყოველივე ამით კინოკლუბი DOCA ხორცს ასხამს იმ არსს თუ რა უნდა იყოს კინო: ამბის თხრობის მძაფრი, ძლიერი მედიუმი რომელიც არამხოლოდ ადამიანურ მდგომარეობაზე საუბრობს, არამედ გააჩნია ამ მდგომარეობის შექმნისა თუ გაუმჯობესების უნარი. ტოპ-კლასის კურატორული სელექციებით და კრიტიკული სააზროვნო სივრცის გაჩენით, DOCA არამხოლედ იმ შემაგონებელ მოდელს ქმნის რომ დოკუმენტური კინო უფრო მეტად დაფასდეს, არამედ კიდევ უფრო აცოცხლებს თბილისის კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებას.



ავტორის ფოტო

bottom of page