პროექტები
პროექტის სახელი: დოკუმენტური კინოს სექტორის ხელშეწყობა
დონორი: ევროპის ფონდი
ვადები: 29 ნოემბერი, 2023 წელი - 30 ნოემბერი, 2024 წელი
თანხა: 67 782 ლარი
მოკლედ პროექტის შესახებ: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დოკუმენტური კინოს სექტორის გაძლიერებას და მასში შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების დაცვას სექტორის მეფინგის - მონაცემთა შეგროვების, საჭიროებათა კვლევისა და ანალიზის - და მასზე დაყრდნობით სექტორის პოზიციონირებისა და ადვოკატირების გზით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშიროსო დონეზე. პროექტის ამოცანებია: 1. საქართველოში დოკუმენტური კინოს ინდუსტრიის მეფინგი, რომელიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, საჭიროებათა ანალიზს, იურიდიული ჩარჩოს კვლევას; 2. დოკუმენტური კინოს, როგორც მედია-საშუალების პოზიციონირება საინფორმაციო კამპანიის გზით; 3. სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა.
პროექტის სახელი: მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა სოციალურ საკითხებში შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს ხელშეწყობით
დონორი: East-West Management Institute Civil Society Engagement Program
ვადები: 1 მარტი, 2024 – 28 თებერვალი 2025
თანხა: 29 797 დოლარი
მოკლედ პროექტის შესახებ: პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ახლებური გზების გამოყენება, განსაკუთრებული აქცენტით შემოქმედებით დოკუმენტურ კინოზე, როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და თანამონაწილეობისთვის მძლავრ და საინტერესო საშუალებაზე. დოკუმენტური ფილმი უმნიშვნელოვანესი მედია-საშუალებაა, რომელიც სიღრმისეულ, შინაარსით დატვირთულ ამბავს გადმოსცემს და რომელიც შეიძლება გახდეს კითხვების დასმის, ცოდნის გაზიარების, მოტივირების, დაფიქრების, გადააზრებისა და სოციალური ცვლილებების საფუძველი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტური კინოს, როგორც მედია-საშუალების შესახებ, ცნობადობა დაბალია როგორც ქართველ მაყურებელში, ასევე მედია-თავისუფლების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. საჭიროა ეტაპობრივი და სტრუქტურული ნაბიჯების გადადგმა არამხოლოდ ქართული კინოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისთვის, არამედ კინოს, როგორც გამოხატვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და სხვადასხვა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზის, პოპულარიზაციისთვის. ამ მიზნების მისაღწევად, დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა)იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით: (i) სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება/დანერგვა; (ii) ადვოკატირების კამპანია დოკუმენტური კინოს, როგორც მედია-საშუალების, სფეროში არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ და, რაც მთავარია, (iii) დოკუმენტური კინოს საშუალებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე სადისკუციო სივრცის შექმნა.
პროექტის სახელი: გადაუდებელი მხარდაჭერა ქართველ კინოდოკუმენტალისტებს
დონორი: International Media Support/New Democracy Fund
ვადები: 12 თვე (1 აპრილი, 2024 – 31 მარტი, 2025)
თანხა: 52 290 ევრო
მოკლედ პროექტის შესახებ: პროექტის მიზანია, გააძლიეროს დამოუკიდებელი დოკუმენტური კინემატოგრაფისტები საქართველოში, კერძოდ, შესთავაზოს მათ არაფორმალური განათლების შესაძლებლობები და ამავე დროს, მხარი დაუჭიროს დოკუმენტური ფილმების წარმოებას და პოპულარიზაციას. პროექტი ასევე, მიზნად ისახავს, უზრუნველყოს სამართლებრივი ადვოკატირება ქართველ კინემატოგრაფისტებისთვის, დაეხმაროს მათ თავისუფლების მზარდი შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლაში და უზრუნველყოს შემოქმედებითი თავისუფლება ქართველი კინემატოგრაფისტებითვის. ამ მიზნების მისაღწევად, დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა) იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით: (i) ადვოკატირება და იურიდიული დახმარება, (ii) პირისიპირი საუბრები, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ, საჯარო პროფესიულ საუბრებს და შეხვედრებს და მეორეს მხრივ, დოკას წარმომადგენლობის გაძლიერებას სხვადასხვა ფესტივალებსა და პლათფორმებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ, (iii) დოკუმენტური კინოს წარმოების მხარდაჭერა ფულადი პრიზების გაცემით.