შესაძლებლობები წევრებისთვის
Fitpass:
დოკას წევრებს საშუალება ეძლევათ აიღონ ფიტპასი და დაკავდნენ 40+ სხვადასხვა სპორტული აქტივობით
250-ზე მეტ ობიექტში
გრანტი კინოწარმოებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს:
მხოლოდ დოკას წევრებისთვის 6 000 ლარი გაიცემა ერთი ან ორი პროექტისთვის
.
.
მიმდინარე და დაფინანსებული პროექტები
ტექნიკური ინფორმაცია სამგზავრო გრანტების შესახებ
სამგზავრო გრანტები ხელმისაწვდომია დოკუმენტური კინოს ასოციაციის სხვადასხვა პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერით.
დოკუმენტური კინოს ასოციაციის მიერ სამგზავრო გრანტები გაიცემა აღნიშნული მიზნისათვის გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გრანტის მიღების შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა მოხდება ეროვნულ ვალუტაში.
სამგზავრო გრანტის მიმღები ანგარიშვალდებულია დოკუმენტური კინოს ასოციაციასთან. გრანტის მიმღები ვალდებულია, შეინახოს და დოკუმენტური კინოს ასოციაციას წარუდგინოს ღონისძიებაზე მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჩასხდომის ბარათი (თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში) და/ან სასტუმროში ცხოვრების დამადასტურებელი (სახელობითი) დოკუმენტი.
კითხვებისა და დაზუსტებებისათვის დაგვიკავშირდით: 599 47 63 26 (ქეთევან ყიფიანი, აღმასრულებელი დირექტორი), ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით: info@doca.ge
გრანტი კინოწარმოებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს
დოკუმენტური კინოს ასოციაცია აცხადებს კონკურსს იმ კინოავტორებისთვის, რომლებსაც აქვთ წარმოებაში არსებული დოკუმენტური კინოს პროექტი და პროექტის მიზნებისთვის აპირებენ გადაღებას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს.
გრანტის ჯამური თანხაა 6 000 ლარი. თანხა გაიცემა ერთი ან ორი ოპროექტისთვის.
აპლიკაცია ღიაა მხოლოდ დოკას წევრებისთვის.
აპლიკაციებს განიხილავს მოწვეული საერთაშორისო ჟიური. შესაბამისად, აპლიკაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
სამგზავრო გრანტის მიმღები ანგარიშვალდებულია დოკუმენტური კინოს ასოციაციასთან და სამუშაოს გაწევის ბოლოს წარმოადგინოს შესაბამისი სამუშაოს დამადასტურებელი შინაარსობრივი დოკუმენტაცია (ფოტო / ვიდეო / წერილობითი ანგარიში).
კითხვებისა და დაზუსტებებისათვის დაგვიკავშირდით: 599 47 63 26 (ქეთევან ყიფიანი, აღმასრულებელი დირექტორი), ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით: info@doca.ge